ძაღლმა რომელმაც ადამიანები დაკბინა ცოფით დაავადება დაუდასტურდა

2023-04-28 18:23:58
მარტვილში 24 აპრილს მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა
▪ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა ძაღლი მეთვალყურეობის მიზნით გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში. ცხოველი მოკვდა ▪ ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება
„სააგენტოს ვეტერინარებმა დღეიდან უკვე დაიწყეს ვეტერინარული ღონისძიებები, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და თვითმმართველობასთან კოორდინაციით საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში