რუსთავში "წითელი ჯვრის საზოგადოებისა" და “რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის” თანამშრომლობით იმუნიზაციის კვირეული ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
მოსახლეობაში იმუნიზაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად წითელი ჯვრის მოხალისეებმა მოქალაქეებს ქუჩაში საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
შეხვედრები იგეგმება რუსთავის მასშტაბით ბაღებისა და სკოლების მედპერსონალთანაც.
აქტივობების მიზანია, რომ მოსახლეობას მიაწოდონ სწორი ინფორმაცია იმუნიზაციაზე, ვაქცინის გაკეთების მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე.