სკოლიდან 3 მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს

2023-04-25 19:19:58

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან მოსწავლეები კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებმა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ინტოქსიკაცია მიიღეს, თუმცა აღნიშნულ ვერსიას მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი არ ადასტურებს.

"გაზის გაჟონვა არ მომხდარა სკოლიდან, ფანჯრები იყო უბრალოდ ღია და ბავშვებმა თავი შეუძლოდ იგრძნეს, ამ მომენტში გამოიძახეს სასწრაფოც. ეხლა კარგად არიან, 3 ბავშვზეა საუბარი. ჯერ არ ვიცით მიზეზი, არაფერი არ უთქვამთ ამაზე", - აცხადებს ხანალი გახრამანოვი.

მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ვარკვევთ.