რუსთავში 26 საჯარო სკოლასთან სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, უცნობმა პირმა 112-ზე დარეკა და ცრუ განაცხადა გააკეთა, რომ სკოლაში ხანძარი იყო.
ადგილზე მისულ სამ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ხანძარი არ დახვდა.
ცნობისთვის, 26-ე სკოლაში უკვე მესამე წელია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც შენობაში სასწავლო პროცესი არაა.
სკოლასთან სახანძრო-სამაშველო სამსახურის გარდა მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.