რისთვის დააჯარიმეს რუსთავში 2000 ლარით მძღოლი [vieo]

2023-04-24 20:51:48

ერთ-ერთი რუსთაველი, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა 2000 ლარით, მხოლოდ და მხოლოდ, იმის გამო დააჯარიმა, რომ ავტომობილის სანომრე ნიშნებს კუთხეები გვერდზე აქვს გადაკეცილი. [ვიდეო/video]

პატრულის თქმით, სანომრე ნიშანი არ ჩანდა, თუმცა დაჯარიმებული მძღოლი ამბობს, რომ სანომრე ნიშნები იკითხება და ნიშნებს აღიქვამს ვიდეო კამერების, რომლებიც სხვადასხვა დარღვევებზე ჯარიმას წერენ.

"რომ გამაჩერა პატრულმა სანომრე ნიშნები მქონდა, მოწმეც მყავს. უბრალოდ იმიტომ დამაჯარიმეს, რომ ნომერს კუთხეები აქვს გვერდზე გადაკეცილი. თუმცა ყველაფერი ჩანს. ნომრის შენიღბვის გამო. ოდნავ არის გადაკეცილი ნომერი, თუმცა ჩანს. ვიდეო ჯარიმაც აფიქსირებს ნომერს, თუმცა პატრულმა მითხრა არ ჩანსო",- აცხადებს დაჯარიმებული ავტომობილის მძღოლი ინფო რუსთავთან.

მისი თქმით, ჯარიმა უკვე გაასაჩივრა სასამართლოში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

ცვლილება, რომლის მიხედვითაც იანვრიდან ჯარიმები გაიზარდა, ეხება ასევე აღნიშნულ მუხლსაც. სატრანსპორტო საშუალების მართვა წყვილი სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სანომრე ნიშნით გამოიწვევს 2000 ლარიან დაჯარიმებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საუბარია სანომრე ნიშანზე, რომელიც შესაძლოა ვიდეო კამერამ ვერ დაინახოს, რაც ხდება მძღოლის დაჯარიმების მიზეზი.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები