"ვითხოვ რაიმე თავშესაფარი მომცენ" [video]

2023-04-24 19:53:43

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩეხოვის N6-ში მცხოვრები ნონა ყვენჭაშვილი დახმარებას ითხოვს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალმა განუცხადა, აღსრულების ბიურო ასახლებს იმ სახლიდან, სადაც 20 წელზე მეტია ცხოვრობს.

ყვენჭაშვილის თქმით, ბინა, რომელშიც ცხოვრობს, 2019 წელს უცნობმა პირმა გადაიფორმა და ახლა უწევს, რომ სახლი დაცალოს, თუმცა სხვა საცხოვრებელი ფართი მას არ გააჩნია და ქალაქის ხელისუფლებისგან დახმარებას იხოვს.

"წლებია აქ ვცხოვრობ. ეს ბინები არის გაუფორმებელი. ბინას ვცლი. ონკოლოგიური პაციენტი ვარ, სად წავიდე. ამ ბინებს ყიდიან უკანონოდ.

დენი, გაზი, ყველაფერი მე თვითონ შევიყვანე. ვიღაცამ გადაიფორმა ერთმშვენიერ დღეს ეს ბინები.

არც მე ვარ მართალი, არ იყო ჩემი საკუთრება რომ შემოვედი, მაგრამ არავის საკუთრება არ იყო, სახელმწიფოსი იყო. მერიამ თვითონ გაასხვისა უსაბუთო ბინა. ვითხოვ რაიმე თავშესაფარი მომცენ",- აცხადებს ინფო რუსთავთან საუბრისას.