პატრიარქს სასწრაფო დახმარება არ დასჭირდა-ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - დაწერა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.