ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს სოფელ საცხენესთან, მდინარის პირას მიაგნეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხედარი, 13 დღის წინ, სოფლიდან გაუჩინარებულ 24 წლის მამაკაცს ეკუთვნის.
გარდაცვლილი ამ დროისათვის გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.
ბიჭი სოფელ საცხენეში, 8 აპრილს გაუჩინარდა და მას შემდეგ, აღარავის უნახავს.