რუსთავში მეგობრობის გამზირზე უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ნახეს.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.
მედიკოსებმა 30 წლამდე კაცს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს, რის შემდეგაც კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განუცხადა მათთან შეყვანილი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მალე გაეწერება სამედიცინო დაწესებულებიდან.