ვარკეთილში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილი შეეჯახა გოგონას, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს გოგონა გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.