რუსთავში, ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს [video]

2023-04-18 23:26:29

რუსთავში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ტაქსის ავტომობილში 50 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარდაცვლილი კაცის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, შუა ხნის კაცი ავტომობილის მართვის დროს შეუძლოდ გახდა, ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადააყენა და გააჩერა, რათა წამალი დაელია, თუმცა ვერ მოასწრო და მოულოდნელად გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები