საცხოვრებელ ბინაში ხანძარს ქალი ემსხვერპლა

2023-04-15 16:41:20

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გარდაიცვალა ხანდაზმული ქალი, რომელიც, ადგილობრივების თქმით, ხანძრის გაჩენის დროს საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ვებგვერდს განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.