სააღდგომო დღეებში, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკი მცირედით შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ინტერ ტრანსი" ავრცელებს.
"სააღდგომო დღეებში რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკი მცირედით შეიცვლება.
რუსთავიდან პირველი და თბილისიდან ბოლო მარშრუტების შესრულების დროები, კონკრეტული სადგურების მიხედვით, ასე გამოიყურება:
მარშრუტი №301 (თოდრია) - 08:00-20:00;
მარშრუტი №303 (ძვ.ბაზარი) - 07:30-22:00;
მარშრუტი №307 (მე-12) - 08:00-21:00;
მარშრუტი №310 (ვარკეთილი) - 08:00-23:00;
უცვლელი რჩება გრაფიკი №311 მარშრუტზე (ალდაგი). მიკროავტობუსი რუსთავიდან პირველ გასვლას 06:30-ზე, თბილისიდან ბოლო გამოსვლას კი 01:00 საათზე შეასრულებს.
მოძრაობის აღნიშნული განრიგი კვირასა და ორშაბათს შენარჩუნდება.
"ინტერ ტრანსი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.