თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "სპარში", გვიან ღამით ინცინდენტი მოხდა.
ახალგაზრდა კაცმა, რომელიც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ჯერ მოლარე ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მაღაზიაში მყოფ მომხმარებლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
არსებული ინფორმაციით, კაცი მაღაზიიდან პროდუქტის გატანას თანხის გადახდის გარეშე ცდილობდა, მას შემდეგ, რაც ამისი უფლება არ მისცეს, ახალგაზრდა კაცმა ბასრი საგნების სროლა დაიწყო.
დაზიანდა მაღაზიის ინვენტარი და ჩაიმსხვრა მინები. სამართალდამცველებმა მამაკაცი მალევე დააკავეს.
სუპერმარკეტში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.