რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ქალი მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადიოდა.
65 წლის პაციენტს მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული, მას სხეულის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მძიმეა გარდაცვლილი ქალის შვილიშვილის, 30 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც ამავე აფეთქების დროს დაშავდა. ახალგაზრდა კაცს სხეულის 40% აქვს დამწვარი.