რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში, ქუჩაში უგონოდ მყოფი ახალგაზრდა კაცი იპოვეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი უგონოდ გამვლელებმა იპოვეს და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
სასწრაფოს ეკიპაჟის მისვლამდე ახალგაზრდას პირველადი სამედიცინო დახმარება გამვლელმა აღმოუჩინა და გონზე მოიყვანა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟამ მამაკაცი მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში მაინც გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მათთან მიყვანილმა პაციენტმა კლინიკაში განთავსებაზე უარი განაცხადა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.