საბერძნეთში 46 წლის ქართველი ქალი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართველმა ქალმა ფული იმ სახლიდან მოიპარა, სადაც დამხმარედ მუშაობდა.
ბერძენმა სამართალდამცავებმა ქართველი დააკავეს. დაკავებულმა დაკითხვაზე აღიარა, რომ სახლიდან თანხა მანამდეც რამდენჯერმე ჰქონდა მოპარული.