რუსთავში ავტომობილის საყიდლად ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქე გაძარცვეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი, რომელსაც ავტომობილის ყიდვა უნდოდა, დასახმარებლად თავისივე ქვეყნის მოქალაქეს, 25 წლამდე კაცს დაუკავშირდა.
ახალგაზრდა კაცმა 40 წლამდე კაცი ავტომობილით დავით გარეჯის ქუჩაზე მიიყვანა, სადაც მოტყუებით ავტომობილიდან ჩამოსვა და ფულთან ერთად ადგილიდან გაქცევა სცადა.
გაქცევის დროს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, რა დროსაც ადგილზე სამართალდამცავები გამოცხადდნენ და მამაკაცი დააკავეს.
ბრალდებულს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მადონა მაისურაძის გადაწყვეტილებით, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.