როდის დაიწყება რუსთავის 21-საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია

2023-04-10 11:37:22

რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ზაფხულში დაიწყება.

როგორც სკოლის დირექტორმა, ნინო გავაშელმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, ამ სასწავლო წელს 21-ე სკოლაში დაასრულებენ და შემდეგი წლიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესს ორ ცვლად მე-8 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ.

სკოლის რეაბილიტაცია მისი დაწყებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდს ჰქონდა გამოცხადებული, მასში შპს „ჯი ბი ჯი-მ“ გაიმარჯვა და სამუშაოებს 5 445 478 ლარად შეასრულებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები