რუსთავის ცენტრალურ ქუჩებზე საავტომობილო საცობია.
ავტომობილთა გადაადგილება შეფერხებულია ძირითადად იმ ქუჩებზე, სადაც ეკლესიები მდებარეობს: მესხიშვილის, თოდრიასა, მეგობრობისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაწილებზე.
დღეს მართმადიდებრული ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს, რის გამოც ტაძრებში ხალხმრავლობაა.