რუსთავში პირველი მუსიკალური სკოლის დარბაზში ქვემო ქართლის მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო ცენტრის ექიმებისთვის მრავალპროფილური სამედიცინო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის დაწყებამდე მონაწილეებს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მიმართა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო გვენცაძემ განუცხადა, მიზანი ექიმებისთვის მედიცინაში არსებული სიახლეების გაცნობა იყო.
"ეს აზრი დაგვებადა მე და პროფესორ რამაზ ყურაშვილს, რომ რუსთავში ექიმთა კონფერენცია ჩაგვეტარებინა ქვემო ქართლის მასშტაბით.
აქ არიან ენდოკრინოლოგები, ოჯახის ექიმები, იმუნოლოგები, კარდიოლოგები, რევმატოლოგები, და სხვა.
მიზანი არის, რომ რაც კი სიახლე დაინერგა გააცნობენ ჩვენი ქალაქისა და რეგიონების ექიმებს. ეს ყველაფერი ხდება ყველანაირი ანგარების გარეშე",- განუცხადა "ინფო რუსთავს" გვენცაძემ.