რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა [photo]

2023-04-04 12:19:30

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტასა" და "მერსედესის" მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს ერთი მამაკაცი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულოსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები