მარტის თვეში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 258 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა, აცრილებს შორის 15 წლამდე 82 პირი.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენების უმრავლესობა, 250 შემთხვევა, პატრონიანი ცხოველების მხრიდანაა.
ჯანგულაშვილის ცნობითვე, დაკბენება-დადორბვლა-დაკაწვრის შემთხვევებიდან 195 ძაღლზე მოდის, 49 კი კატაზე.
ჯანგულაშვილის თქმითვე -,"თებერვლათან შედარებით, რა თქმა უნდა, გაზრდილია, წლების განმავლობაში მაისი ივნისში 250 კაცამდეა ხოლმე და მერე უცებ ივლისში იკლებს, როცა ქალაქიდან გადიან".