სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტის თვეში რუსთავში 2 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში საჯარიმო, 500-500 ლარიანი, სანქცია 2 სასურსათო მაღაზიას დაეკისრა.
ერთ-ერთ მაღაზიაში ვადაგასული პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა, ხოლო მეორე მითითებების შეუსრულებლობისთვის დააჯარიმეს.
ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით საჯარიმო სანქცია 90 ობიექტს გამოეწერა, აქედან 6 ობიექტი დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.