რუსთავში 2022 წელს დადებითი ბუნებრივი მატება იყო, რაც იმას ნიშნავს ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი უფრო მეტი იყო, ვიდრე გარდაცვლილთა რიცხვი.
სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც მიხედვით, გასულ წელს ქალაქში 1301 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან, 2021-თან, შედარებით ნაკლებია.
საქსტატის ცნობითვე, 2021 წელთან შედარებით იკლო გარდაცვალების რიცხვმაც. 2022 წელს რუსთავში
1170 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
2018 წელს - 1845 ადამიანი გარდაიცვალა
2019 წელს - 1575 ადამიანი გარდაიცვალა
2020 წელს - 1482 ადამიანი გარდაიცვალა
2021 წელს - 1290 ადამიანი გარდაიცვალა