რუსთავში წარჩინებულ მოსწავლეები პროგრამის - "ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში დაჯილდოვდნენ. [ვიდეო/video]
კომპიუტერი 141 რუსთაველ ფრიადოსანს, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის გადაეცა.
მოსწავლეებისთვის დამსახურებული საჩუქრის გადაცემის ცერემონიალი ჟიული შარტავას სახელობის #4 საჯარო სკოლაში გაიმართა.
ღონისძიებას სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მშობლები, ასევე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და ქალაქის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ.
მოსწავლეთა სრულ სიას "ინფო რუსთავი" მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
პროგრამა - "ჩემი პირველი კომპიუტერი" 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომელთა საბაზო საფეხურის ქულა 10-ია.