ძლიერი ქარი რუსთავში

2023-03-30 12:26:55

რუსთავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.

ქარის შედეგად, სახურავის ნაწილი გადაეხადა 32 ბაგა-ბაღის შენობას.

შემთხვევის დროს ბაღში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობდა. შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, უამინდობისგან გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, ცხელ ხაზზე 7 შეტყობინებაა შესული.

"ამ ეტაპზე, რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე შემოსულია 7 შეტყობინება. მერიის ინფრქსტრუქტურის სამსახურის  და რუსთავ სერვისცენტრის თანამშრომლები, დილიდან აკონტროლებენ სიტუაციას.

ამ დრომდე არსებულ ყველა შეტყობინებაზე რეაგირება უკვე მომხდარია", - აცახდებენ მერიაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები