2023-03-29 19:51:13
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის დროს დაშავდა შუა ხნის მამაკაცი. Prime time-ის ინფორმაციით, დაშავებულს ფეხი ჰქონდა მოტეხილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.