საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს კაცი ემსხვერპლა

2023-03-22 18:23:37

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები