როდის დაიწყება რუსთავში სალონების შემოწმება

2023-03-21 11:52:37

რუსთავში სალონების შემოწმებას ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი აპრილის პირველივე დღეებში დაიწყებს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით იშხნელმა განუცხადა.

იშხნელის თქმითვე, შემოწმების პირველ ეტაპზე არსებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში სალონებს გაფრთხილება და რეკომენდაციები მიეცემათ, შემდეგ კი გადამოწმდებიან გამოსწორდა თუ არა დარღვევა, თუ კი არ იქნება გამოსწორებული მეპატრონე ფიზიკური პირებისთვის 50 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი. განმეორების შემთხვევაში 500 და 1000 ლარი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები