როგორია ალექსანდრე წივწივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

2023-03-19 22:48:27

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ალექსანდრე წივწივაძის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველ სპორტსმენს ბარძაყის ძვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების პროგნოზით, რამდენიმე კვირაში შეძლებს, რომ მისთვის ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდეს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გვსურს მოკლედ მოგაწოდოთ ზუსტი და სწორი ინფორმაცია ჩვენი ჩემპიონის ალექსანდრე წივწივაძის ავტო საგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით!

სამწუხაროდ ალექსანდრე ნამდვილად მოყვა ავარიაში მაგრამ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება! ბარძაყის ძვალზე ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება, ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა, ექიმების პროგნოზებიდან გამომდინარე შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ რომ მის ჯანმრთელობას და კარიერას საფრთხე არ ემუქრება, რამდენიმე კვირაში ალექსანდრე შეძლებს დაუბრუნდეს მისთვის ჩვეულ დღის წესრიგს! დიდი მადლობა ექიმებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ალექსანდრეს ამხნევებს",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში ორი დღის წინ მოხდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები