რუსთავის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი და სათვალთვალო კამერების მონტაჟი გრძელდება.
ამჯერად კამერის მონტაჟი სანაპიროს ქუჩაზე მოხდა. მანამდე კაერები დაამონტაჟეს ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მონაკვეთზე, გარდაბნისკენ მიმავალ გზაზე, მშენებელთა ქუჩაზე.
ცნობისთვის, რუსთავის მერიას 1 381 695 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც 105 ვიდეო-კამერა შეისყიდა.