რუსთავის მუნიციპალიტეტი 350 ახალ ნაგვის კონტეინერს შეიძენს

2023-03-15 19:28:27

რუსთავის მუნიციპალიტეტი 350 ცალ ახალ ნაგვის კონტეინერს შეიძენს.

კონტეინერების შესაძენად ელექტრონული ტენდერი ააიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" უკვე გამოაცხადა.

როგორც ტენდერიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტი სამას ცალ 1100 ლიტრიან მუქ ნაცრისფერ და ორმოცდაათ 240 ლიტრიან ლურჯი ფერის ნაგვის ურნას შეიძენ.

საერთო ჯამში 350 ცალი ნაგვის კონტეინერის შესაძენად ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 240 000ლარი გამოიყო.