პატარა რუსთაველი ფეხბურთელების წარმატება

2023-03-14 19:15:40

რუსთავის საფეხბურთო გუნდმა "გორდამ" მშვიდობის თასის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.

ტურნირი ერთი თვის განმავლობაში იმართებოდა და მასში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 150-მდე გუნდმა მიიღო.

2014 წელს დაბადებული ბავშვებისგან შემდგარი რუსთავული საფეხბურთო გუნდი ფინალურ შეხვედრაში თბილისის "ავაზას" დაუპირისპირდა, რომლის დროსაც ძირითადი სათამაშო დროს ფრედ დასრულდა.

რუსთაველმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგე პენალტების სერიაში ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები