რუსთავში, რუსთაველის გამზირი მე-3 თვეა გადაკეტილია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ადგილობრივების თხოვნით დაინტერესდა, როდის გაიხსნება საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და კითხვით მერიას მივმართეთ.
"რუსთაველის N11-ში უახლოეს დღეებში გაგრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გზა გაიხსნება უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური გათვალისწინებით და დაცვით",- აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 22 დეკემბერს რუსთაველის ქუჩის N11-ში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.