შენარჩუნდება თუ არა მზიანი ამინდები

2023-03-11 13:36:19

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 მარტამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22  გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება რუსთავს, რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 12 მარტი + 23 °C, 13 მარტი + 23 °C, 14 მარტი + 22 °C, 15 მარტი + 20°C.