რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთ კორპუსთან სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ახალგაზრდა ქალი სახლის კარს ვერ აღებდა.
ბინაში კი არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, რომელსაც ეძინა.
ადგილზე გამოიძახეს სამაშველო სამსახური, რომლებმაც კარის გახსნა სცადეს. კარის გახსნის მცდელობის დროს არასრულწლოვანს გაეღვიძა და კარი შიგნიდან გახსნა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებიც.