თებერვლის თვეში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 177 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 174 პაციენტის აცრა მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, პაციენტთა შორის 49 ბავშვია. მისივე ინფორმაციით, დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევათა უმრავლესობა, 143, პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაფიქსირდა.
ჯანგულაშვილის ცნობით, 139 შემთხვევაში საქმე გვაქვს ძაღის, 33-ში კატის, 2 ზაზუნა, კურდღელი და სხვა.
მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, მსგავს სიტუაციაში აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.