"რუსთავის ერთ ერთ სკოლაში დედის დღისთვის მისლოცი ბარათები მხოლოდ წარჩინებული ბავშვების დედებს დაურიგეს. აბა წარმოიდეგინეთ კლასი, სადაც დამრიგებელი შემოდის და მხოლოდ ათიოდე ბავშვს ულოცავს დედის დღეს",- ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ერთ-ერთმა მშობელმა დაწერა, რომლის პოსტსაც კიდევ რამდენიმე გამოეხმაურა.
შემთხვევა რუსთავის 21-ე საჯარო სკოლაში მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" სკოლის ხემძღვანელს ნინო გავაშელს დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტი დაადასტურა და განმარტა, რომ დედის დღესთან დაკავშირებით მისალოცები ბარათები დამრიგებლისგან ყველა ბავშვის მშობელმა მიიღო, ხოლო დამატებით, მეორე მისალოცი ბარათები დირექციისგან მიიღეს იმ მოსწავლეების მშობლებმა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სკოლის აქტივობებში და ასევე არიან წარჩინებულები.
"ყველა დამრიგებელმა დაუგზავნა მშობლებს მისალოცი და პარალელურად იმ ბავშვებისთვის, ვინც სასკოლო ცხოვრებასა და პროექტებში აქტიურად არიან ჩართულები და ასევე წარჩინებულები არიან, დამზადდა დამატებით დირექციის სახელით მისალოცი ბარათები.
ორ-ორი მისალოცი დაეგზავნათ, ერთი დამრიგებლის სახელით და ერთი დირექციის სახელით. შარშან მრავალშვილიან დედებს გადავეცით მხოლოდ, იმის წინ სოციალურად დაუცველებს. ყოველთვის იწვევს რაღაცა გაღიზიანებას და მოვუბოდიშე იმ კლასის მშობლებს",- განაცხადა ნინო გავაშელმა.