რუსთავის ქუჩებში ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი დაიწყო

2023-03-06 19:09:39

რუსთავის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი და სათვალთვალო კამერების მონტაჟი დაიწყო.

კამერა უკვე დამონტაჟებულია ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მონაკვეთზე, გარდაბნისკენ მიმავალ გზაზე, მშენებელთა ქუჩაზე.

ცნობისთვის, რუსთავის მერიას 1 381 695 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც 105 ვიდეო-კამერა შეისყიდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები