რუსთავში ავტომობილს ხე დაეცა [video]

2023-03-06 16:48:35

რუსთავში, კლდიაშვილის სკვერთან გაჩერებულ ოპელის მარკის ტაქსის ავტომობილს ხე დაეცა. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ტაქსის მძღოლმა განუცხადა, ავტომობილში იჯდა, როდესაც ხე მიწიდან მოითხარა და ავტომობილს დაეცა.

"ძლიერმა ქარმა კი არ წააქცია, მიწა აღარ აქვს და წაიქცა. მოთხრილი აქვს ყველაფერი. ოდნავი ნიავი იყო და წაიქცა",- აცხადებს მძღოლი.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, "ინფო რუსთავი" მძღოლის ბრალდების საპასუხო კომენტარისთვის შემსრულებელ კომპანიას დაუკავშირდა, თუმცა კომენტარი ამ დრომდე არ გვაქვს.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები