ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2023-03-06 13:06:50

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ვარკეთილში, კალოუბანზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ბოკერიას სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

სამწუხაროდ ერთ-ერთი დაშავებულის, 22 წლის ბიჭის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები