მეგობრობის გამზირზე, გუბერნიის შენობის წინ ქანდაკებები განთავსდება. სკულპტურებისთვის ადგილი უკვე შერჩეულია და წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე 1 ქანდაკება უკვე განთავსდა, ამჯერად კი 2 ქანდაკების დადგმა იგეგმება. სკულპტურები რუსთავში გამართული სიმპოზიუმის ფარგლებში დამზადდა. ქანდაკებების განთავსებისთვის წინამოსამზადებელ სამუშაოებს ააიპ "უზრუნველყოფა" ახორციელებს.