სიურპრიზი დაბადების დღეზე. [ვიდეო/video]
რუსთავეში ახალგაზრდა ბიჭმა შეყვარებულს იუბილე ორიგინალურად მიულოცა. მან გადაწყვიტა, იუბილართან ცხენით მისულიყო და გოგონა ასე გაეხარებინა.
როგორც "ინფო რუსთავს" წყვილის მეგობრებმა უთხრეს, გოგონა ბავშვობიდან ცხენით გასეირნებაზე ოცნებობდა, შეყვარებულმა კი მას ეს ოცნება აუსრულა.
ვიდეო, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს მიაწოდეს, ძველ რუსთავში, სპორტის ქუჩაზეა გადაღებული.