რუსთავის რომელ სკოლაში ჩატარდება ეროვნული გამოცდები

2023-03-03 12:45:25

რუსთავში წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ N15 საჯარო სკოლაში ჩატარდება.

გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრის მოსაწყობად განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

373 902 ლარიანი ტენდერის ფარგლებში რუსთავის მე-15 სკოლის გარდა იგეგმება თბილისის N32; N175; N177 და N191 სკოლების (საგამოცდო ცენტრების) ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები