რუსთავში სახელმწიფო და მუნიციპალურ მიწაზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული/განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოხდება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული/განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 25 423 ლარი გამოიყო.