რუსთაველები ყვავილებით ხელში - დედებისკენ [photo]

2023-03-03 12:20:05

დღეს 3 მარტია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დედის დღე აღინიშნება.

მიუხედავად უამინდობისა, რუსთავი დღესასწაულთან დაკავშირებით განსაკუთრებულად ფერადია.

ქალაქის ქუჩებში ამაღლებული განწყობა იგრძნობა, აქ შეხვდებით ბევრ მომღიმარ ადამიანს, თანაც ულამაზესი ყვავილებით ხელში.

დედებს, რომლებმაც საჩუქრები უკვე მიიღეს ან შვილებს, რომელთაც ახლა მიაქვთ თაიგულები მშობლებთან.

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ ტრადიციულ ფოტორეპორტაჟს რუსთავის ქუჩებიდან,.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დედის დღე პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა, რომელიც 1991 წელს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები