ქუჩაში 3 ახალგაზრდა დაჭრეს

2023-03-02 13:22:22

ლაგოდეხის ცენტრში ცივი იარაღით სამი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

კონფლიქტის დროს ერთმა პირმა სამ ახალგაზრდას ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია 1 პირი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები