გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა განუცხადა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
შემთხვევის დროს სახლში მცხოვრებლებმა გამოსვლა მოასწრეს და არავინ დაშავებულა.