2023-03-02 20:39:06
რუსთავში მაღალი ძაბვის ელექტროს სადენის გაქურდვა სცადეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 20 წლამდე მამაკაცმა შევჩენკოს ქუჩაზე "ენერგო პრო ჯორჯია"-იას ელექტრო გამანაწილებელ ქვესადგურთან მაღალი ძაბვის ელექტრო სადენის გაქურდვა სცადა.
ახალგაზრდა კაცი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.